ძველი და ახალი ნაძალადევი

  • ნაძალადევის რაიონის დაარსების ისტორია
ნაძალადევის რაიონი თბილისის ერთ_ერთი ძველი უბანია. ადრე აქ თითქმის არ ყოფილა დასახლება, მაგრამ შემდეგ თანდათან სოფლებიდან დაიწყეს ჩამოსახლება. ამიტომაც დაერქვა ამ ადგილს ნაძალადევი. ნაძალადევის რაიონი მდებარეობს თბილისის ჩრდილო_დასავლეთ ნაწილში. აქ მდებარეობს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ,,ივერიის ღვთისმშობლისა”, რომელიც აუშენებიათ VI საუკუნეში. ამ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა. 1931 წელს ეკლესია აბანოდ გადაკეთდა.. მაგრამ XX . 90_იან წლებში უკვე დაიწყო ეკლესიის აღდგენა. 1905_1907 . რუსეთის პირველი ბურჯუაზიული რევოლუციის დროს ნაძალადევი გამხდარა მუშათა და გლეხთა თავშეყრისა და დემონსტრაციების ადგილი. ხუდადოვის ტყეს სახელი ეწოდა ექიმ .ხუდადოვის გვარის მიხედვით, რომელმაც 1893 წელს აქ ტყის მასივი გააშენა. 1905 წლის დეკემბერში, ბურჟუაზიულ_დემოკრატიული რევოლუციის დროს, ,,ხუდადოვის ტყეშიშეიკრიბნენ გაფიცულნი, მოეწყო მთავრობის საწინააღმდეგო რევოლუციური გამოსვლა. 16 დეკემბერს გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, 18 დეკემბერს მეფის ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ მანიფესტანტებს. ,,ხუდადოვის ტყეშირევოლუციის მსხვერპლთა სასაფლაოა. აგებულია მათი ხსოვნის ობელისკი. (მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: . კვირკველიაძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობასაბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

No posts.
No posts.